21 სექტემბერი, 2026
ფიზიკური და ონლაინ• კურსის ღირებულება: 550 ₾
• დაწყების თარიღი: 21 სექტემბერი, 2026
• დასრულების თარიღი:22 ოქტომბერი, 2026
• დღეები და დრო: ორსაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
• სულ 10 ლექცია - 20 საათი
• ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ სრულად ან ნაწილობრივ
• ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
• კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
• კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
• მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი
კურსის მიზნობრიობა
კურსის მიზანია მსმენელებმა შეიძინონ ძირითადი ცოდნა გარემოს დაცვის მენეჯმენტის პრინციპებისა და ინსტრუმენტების შესახებ, მათ შორის ორგანიზაციულ, საკანონმდებლო და სტრატეგიულ ასპექტებზე ფოკუსირებით.
გარემოს დაცვის მენეჯმენტი წარმოადგენს თანამედროვე ორგანიზაციების მდგრადი განვითარების და სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. მისი დანერგვა აუცილებელია ადამიანის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შემცირების, ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკოლოგიური რისკების შემცირების და ეროვნული თუ საერთაშორისო სტანდარტების შესრულების უზრუნველსაყოფად.
ეფექტური გარემოს დაცვის მენეჯმენტი ხელს უწყობს როგორც ეკოსისტემების შენარჩუნებას, ისე ორგანიზაციების გრძელვადიანი მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას.
მიუხედავად აღიარებული მნიშვნელობისა, გარემოს დაცვის მენეჯმენტის პრაქტიკული განხორციელება აწყდება მრავალ სირთულეს. გავრცელებულ პრობლემებს შორის არის არასაკმარისი ორგანიზაციული სტრუქტურა, ფინანსური და ტექნიკური რესურსების უკმარისობა, პერსონალის არასაკმარისი გარემოსდაცვითი მომზადება, მონიტორინგის არასრულყოფილება, რეგულაციების არასათანადო დაცვა და გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის ნაკლებობა.
კურსი მონაწილეებს გააცნობს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) ეტაპობრივად დანერგვის პრინციპებს და მის პრაქტიკულ გამოყენებას ორგანიზაციებში.
კურსის ფარგლებში განხილული იქნება:
- ISO 14001-ისა და ISO 14005-ის ძირითადი პრინციპები;
- გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) სტრუქტურა და ძირითადი ელემენტები;
- გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემები (ESMS);
- მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების განსაზღვრა;
- გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მიზნების შემუშავება;
- გარემოსდაცვითი პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების შემუშაბება;
- ESG და ანგარიშგება;
- ISO 14005-ის ეტაპობრივი დანერგვის მიდგომა;
- ორგანიზაციის მომზადებას ISO 14001-ის სრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის;
- IFC-ის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემა (ESMS);
- პასუხისმგებლობების, პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების განსაზღვრა;
- გარემოსდაცვითი მაჩვენებლების მონიტორინგი და შეფასება;
- შიდა აუდიტის, შესაბამისობის შეფასებისა და მუდმივი გაუმჯობესების პრინციპები.
სილაბუსი
ლექცია 1. გარემოსდაცვითი მართვის შესავალი
- გარემოსდაცვითი მართვის განმარტება და ფარგლები;
- ურთიერთკავშირი გარემოს, მდგრადობისა და ESG-ის (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხები) შორის;
- გარემოსდაცვითი მართვის ისტორია და ევოლუცია;
- მდგრადი განვითარების პრინციპები;
- გამოწვევები:
კლიმატის ცვლილება
ბიომრავალფეროვნების შემცირება
დაბინძურება
რესურსების ამოწურვა
ნარჩენების წარმოქმნა - მთავრობების, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი
ლექცია 2. გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მმართველობა
- გარემოსდაცვითი მმართველობის ჩარჩოები;
- გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და რეგულაციებთან შესაბამისობა;
- საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებები, მაგალითად:
პარიზის შეთანხმება
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია - ორგანიზაციების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა;
- დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა
ლექცია 3. გარემოსდაცვითი მართვის სისტემები (EMS)
- გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (EMS) კონცეფცია და მიზანი;
- გარემოსდაცვითი მართვის სისტემები (EMS), მათ შორის:
ISO 14001 და ISO 14005
გარემოსდაცვითი მართვისა და აუდიტის სქემა (EMAS — Eco-Management and Audit
Scheme)
- გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემები (ESMS), მათ შორის:
IFC-ის გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემა (ESMS)
- PDCA ციკლი (დაგეგმე–განახორციელე–შეამოწმე–იმოქმედე)
ლექცია 4. გარემოსდაცვითი ასპექტები და ზემოქმედების შეფასება
- გარემოსდაცვითი ასპექტების იდენტიფიცირება
- გარემოზე ზემოქმედების შეფასება
- მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ასპექტები
- სასიცოცხლო ციკლის მიდგომა
- გარემოსდაცვითი რისკების შეფასება
ლექცია 5. დაბინძურების პრევენცია და კონტროლი
- ჰაერის დაბინძურების მართვა
- წყლის დაბინძურების მართვა
- ნიადაგის დაბინძურების პრევენცია
- ხმაურით დაბინძურება
- საშიში ნივთიერებების მართვა
- სამრეწველო დაბინძურების კონტროლის ტექნოლოგიები
ლექცია 6. რესურსების ეფექტიანობა და წრიული ეკონომიკა
- მდგრადი რესურსების მართვა
- ენერგოეფექტიანობა
- წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენება
- ნარჩენების პრევენცია
- გადამუშავება და ხელახალი გამოყენება
- წრიული ეკონომიკის პრინციპები
- მდგრადი შესყიდვები
- ეკოდიზაინი
ლექცია 7. კლიმატის ცვლილება
- კლიმატის მეცნიერების საფუძვლები
- სათბურის აირების (GHG) ემისიები
- ნახშირბადის კვალის (Carbon Footprint) გამოთვლა
- Scope 1, Scope 2 და Scope 3 ემისიები
- ნახშირბადის შემცირების სტრატეგიები
- კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და მდგრადობა
- ნულოვანი ემისიების (Net Zero) სტრატეგიები
ლექცია 8. ნარჩენების მართვა
- ნარჩენების იერარქია:
პრევენცია
შემცირება
ხელახალი გამოყენება
გადამუშავება
აღდგენა
განთავსება
- მუნიციპალური და სამრეწველო ნარჩენების მართვა
- სახიფათო ნარჩენების მართვა
- გაფართოებული მწარმოებლის პასუხისმგებლობა (EPR)
- ნარჩენების აუდიტები
ლექცია 9. გარემოსდაცვითი აუდიტი და შესაბამისობა
- გარემოსდაცვითი აუდიტების მიზანი
- აუდიტების ტიპები:
EMS აუდიტები
შესაბამისობის აუდიტები
Due Diligence აუდიტები
მომწოდებლების აუდიტები - აუდიტის დაგეგმვა და მეთოდოლოგია
- მაკორექტირებელი ღონისძიებები
- უწყვეტი გაუმჯობესება
ლექცია 10. გარემოსდაცვითი ანგარიშგება და კომუნიკაცია
- გარემოსდაცვითი ანგარიშგების პრინციპები
- მდგრადობის ანგარიშგების მიმოხილვა, მაგალითად:
ESG ანგარიშგება;
GRI სტანდარტები
ISSB სტანდარტები
- გარემოსდაცვითი ინდიკატორები
- დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია
- Green Claims და გარემოსდაცვითი გამჭვირვალობა
