მდგრადი არქიტექტურა

05 მარტი, 2026

ფიზიკური და ონლაინ

რეგისტრაცია დაწყებულია!
რეგისტრაცია
  • კურსის ღიღებულება: 980 ₾ (2 თვის საფასური)
  • კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად (გადარიცხვის მეთოდის გამოყენებით)
  • დაწყების თარიღი: 5 მარტი, 2026
  • დასრულების თარიღი: 4 მაისი, 2026
  • დღეები და დრო: ორშაბათი და ხუთშაბათი, 19:00-21:00
  • პერიოდულად ჩატარდება პრაქტიკული გაკვეთილები. პრაქტიკების დრო და ადგილი დაზუსტდება კურსის მსვლელობისას, მსმენელებთან შეთანხმებით
  • სულ 18 ლექცია - 36 საათი
  • ფორმატი: ლექციები ტარდება ფიზიკურად. შესაძლებელია დასწრება ონლაინ, სრულად ან ნაწილობრივ
  • ვიდეო ჩანაწერი: სალექციო შეხვედრების ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მონაწილესთვის
  • კურსში მონაწილეობა არ ითვალისწინებს წინასწარ ცონდას, როგორც წინაპირობას
  • სალექციო ენა: ქართული
  • კურსის გავლის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი
  • მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, თბილისი
შენიშვნა: რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კურსზე ჩასარიცხად, ასევე შესაძლებელია 100 ლარის გადახდა (რათა თქვენი ადგილი კურსზე გარანტირებულად გქონდეთ), ხოლო დარჩენილი 880 ლარის ორ ნაწილად გადახდა. ასეთ შემთხვევაში, 880 ლარის პირველი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს კურსის დაწყებამდე 6 დღით ადრე, ხოლო მეორე ნაწილის, კურსზე სწავლების პირველი თვის დასრულებისას.
 

მიზნობრიობა:

სასერთიფიკატო კურსის მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში მდგრადი არქიტექტურისა და მიწით მშენებლობის განვითარებას, ასევე გარემოს მიმართ ეკომეგობრული
დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
 

კურსის აღწერა:

მდგრადი არქიტექტურა წარმოადგენს დღევანდელ იმ თანამედროვე არქიტექტურის ალტერნატივას, რომლის ნეგატიური ეკოლოგიური გავლენები უკავშირდება ეკოსისტემების რღვევას და ბიოსფეროს დეგრადაციას. მდგრადი არქიტექტურის ძირითადი მიზანია შეამციროს უარყოფითი გავლენები ყველა იმ ეკოლოგიურ და სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებიც გარემოს დეგრადაციასთან არის დაკავშირებული.

აღნიშნული კურსის მიერ შემოთავაზებული სწავლების ძირითადი მიმართულება იქნება გარემოსა და არქიტექტურის სრული ჰარმონია. სწავლების ფორმატი შეეხება მდგრადი არქიტექტურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას, მიწის არქიტექტურას, რაც გულისხმობს ნედლი მიწით მშენებლობას დამხმარე ბუნებრივი მასალებით, როგორიც არის ხე, ნამჯა, ქვა, კირი და სხვა.

სწავლების შემოთავაზებული ფორმატი ეყრდნობა საერთაშორისო მაშტაბით აღიარებული ასოციაციის „CRAterre-ENSAG” (კრატერ - გრენობლის არქიტექტურული უმაღლესი სკოლა) და მასთან არსებული იუნესკოს კათედრის „მიწის არქიტექტურა, სამშენებლო კულტურა და მდგრადი განვითარება“-ს მიერ წარმოდგენილ პროგრამებს. ამ პროგრამების მთავარი სფეროა მიწის არქიტექტურა, სადაც პირველადი რესურსის, ანუ მიწის სამშენებლო მასალად ტრანსფორმაცია, თერმული გადამუშავების გარეშე ხდება, შესაბამისად ნახშირორჟანგის ემისიების გარეშე. სწავლების პროგრამა ითვალისწინებს მიწის არქიტექტურის, როგორც მდგრადი მშენებლობის სამეცნიერო და ტექნიკური ძირითადი საფუძვლების შესწავლას, სადაც გათვალისწინებული იქნება ერთი მხრივ 11 000 წლიანი ტრადიციები და მეორე მხრივ ამ სამშენებლო კულტურის გათანამედროების ინოვაციური მეთოდები.

განვითარების კვალდაკვალ გაჩნდა სხვადასხვა მიმართულებები: Eco-tech, High-tech არქიტექტურა, ორგანული არქიტექტურა, ბიოკლიმატური არქიტექტურა, მწვანე არქიტექტურა, მიწის არქიტექტურა და სხვა. შედეგად გაჩნდა მრავალი ახალი ეტიკეტები და რეგულაციები, მაგალითად: Passivhaus, პოზიტიური ენერგო შენობები (BEPOS), პოზიტიური ენერგო შენობები მცირე ნახშირბადით (E+C-), შენობა მცირე ნახშირბადით (BBCA), მცირე მოხმარების შენობები (BBC) და სხვა.

გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირი მიისწრაფვის მდგრადი არქიტექტურისკენ და დეკარბონიზაციისკენ. ბუნებრივია, საქართველოს ინტეგრაციის გზა ევროკავშირში ავტომატურად გულისხმობს შესაბამისი ნაბიჯების დროულად გადადგმის აუცილებლობას. უფრო კონკრეტულად კი, ევროკავშირის მიერ 2020 წელს მიღებული „ევროპული მწვანე შეთანხმება“ (The European Green Deal) დიდ წილად განსაზღვრავს არქიტექტურისა და მშენებლობის დიზაინის ეკოლოგიურ განზომილებებს. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 2030 წლამდე ევროკავშირის ტერიტორიაზე მილიონობით შენობის რენოვაცია უნდა მოხდეს, რათა დაემატოს ენერგო ეფექტურობისა და სხვა შესაბამისი ელემენტები.

 

სილაბუსი:

ლექცია  - N1                             

თემა:  ეკო არქიტექტურა და ეკოლოგია, ზოგადი მიმოხილვა

საკითხები:

  • მიწის არქიტექტურა
  • სათბურის გაზების ემისიები
  • გლობალური დათბობა
  • კლიმატის ცვლილება

                           

ლექცია  - N2                         

თემა:   მდგრადი პრინციპები და ტრადიციული სამშენებლო ტექნოლოგიები                       

საკითხები:

  • ანტროპოცენი
  • ენერგო ჩანაცვლება
  • კულტურული ტრანსფორმაცია

 

ლექცია  - N3                         

თემა:  ისტორია (მიწის არქიტექტურა)                

საკითხები:

  • აფრიკა
  • ახლო აღმოსავლეთი
  • შორი აღმოსავლეთი
  • ამერიკა
  • ევროპა
  • საქართველო

 

ლექცია  - N4      

თემა:   სამშენებლო სექტორი - როგორ ავაშენოთ ბეტონის გარეშე                            

საკითხები:

  • ენერგიის წყაროები
  • შენობების ნეგატიური ეკოლოგიური გავლენების შემცირება ბიო მასალებით
  • ცემენტის წარმოება და ნახშირორჟანგი
  • ეტიკეტები და რეგულაციები
  • გამოსავალი

 

ლექცია  - N5                         

თემა:  მდგრადი არქიტექტურა

საკითხები:

  • რომის კლუბი
  • ბრუნდტლანდის ანგარიში
  • მე-20 საუკუნის ეკო არქიტექტურის ევოლუცია
  • ევროპის მწვანე გარიგება
  • საზოგადოებრივი ეკოლოგიური ინიციატივები და ეკოსოფლები

ლექცია  - N6                 

თემა:  სამშენებლო მიწის ძირითადი მახასიათებლები                  

საკითხები:

  • პედოგენეზი
  • ჰორიზონტები
  • სტრუქტურა და ტექსტურა
  • წყალი, ჰაერი და აირი
  • მინერალები და თიხა

 

ლექცია  - N7        

თემა:  მიწით მშენებლობის უპირატესობები და ნაკლოვანებები -“კარგი        

            ქუდი და კარგი ჩექმა”                       

საკითხები:

  • მიწის საველე და ლაბორატორიული კვლევა
  • 12 ჰიდრატული მდგომარეობა
  • მიწის საიზოლაციო პარამეტრები

 

ლექცია  - N8               

თემა:  მიწის მეცნიერება                             

საკითხები:

  • კაპილარული ძალები
  • რა იჭერს კედელს
  • მიწის ბეტონი
  • ბუნებრივი არმირება
  • კალციუმის ჰიდრატული სილიკატი
  • ცემენტის და თიხის ფიზიკა

 

ლექცია  - N9                   

თემა:  ტკეპნილის ტექნოლოგია                               

საკითხები:

  • საჭირო ტექნიკა და ხელსაწყოები
  • საველე ტესტირება
  • ადგილობრივი მაგალითები
  • უცხოური მაგალითები

 

ლექცია  - N10                        

თემა: სტაბილიზაცია და ტექნოლოგიები               

საკითხები:

  • მიწის სტაბილიზაცია
  • კომპრესირებული ბლოკი
  • ტოქსინები თანამედროვე სახლებსა და სამშენებლო მასალებში

 

ლექცია  - N11

თემა: ტრადიციული სამშენებლო ტექნოლოგია დეტალურად                        

საკითხები:

  • ალიზი
  • ალიზის ბლოკი
  • ნუბიური თაღი

 

ლექცია  - N12                         

თემა: ტრადიციული სამშენებლო ტექნოლოგიების შეზავება                   

საკითხები:

  • მჩატე ნამჯა-მიწა
  • ტენილის ტექნოლოგია
  • ტენილი ყალიბში
  • წნულის ტექნოლოგია
  • CobBauge

 

ლექცია  - N13                      

თემა:  მიწის მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები                          

საკითხები:

  • Kerterre
  • Earthship
  • Superadobe
  • Hyperadobe

 

ლექცია  - N14                      

თემა:   ბუნებრივი ვენტილაცია                      

საკითხები:

  • ბუნებრივი ვენტილაცია და კანადური ჭა
  • პასიური ენერგიები

 

ლექცია  - N15                   

თემა: მიწით ლესვა                                 

საკითხები:

  • მიწით ლესვლის უპირატესობები
  • მიწის იატაკი

 

ლექცია  - N16                       

თემა: კირის მეცნიერება                                      

საკითხები:

  • კირის ფიზიკა და ქიმია
  • კირით ლესვის ტექნიკა
  • თერმული კორექცია
  • ციკლოპური საძირკველი

 

ლექცია  - N17                    

თემა:  მიწის მეცნიერება                        

საკითხები:

  • რა არის მიწა
  • მინერალური მარცვლები
  • ქვიშის ფიზიკა
  • ფორიანობა

 

ლექცია  - N18                         

თემა:  ბიომიმეტიზმი და მემკვიდრეობა                            

საკითხები:

  • ბიომიმეტიზმი
  • ბიოპოლიმერები
  • ისტორიული მემკვიდრეობის
  • საკონსერვაციო ტექნიკა

 

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ:

  • მდგრადი არქიტექტურისა და  მშენებლობის ძირითადი მეთოდები;
  • მდგრადი არქიტექტურისა და  მიწით მშენებლობის ტრადიციული ტექნოლოგიები - ტკეპნილი; კომპრესირებული ბლოკი; ალიზი; მჩატე ნამჯა-მიწა; წნული; ტენილი; მიწის ბეტონი და სხვა;
  • თანამედროვე მდგრადი არქიტექტურისა და  მშენებლობის ინოვაციური ტექნოლოგიები: Earthship; CobBauge; Superadobe; Kerterre;
  • ტრადიციული სამშენებლო კულტურის გათანამედროები მდგრადი ინოვაციური მეთოდები;
  • ენერგოეფექტურობის ძირითადი პრინციპები და პასიური ენერგიები;
  • ბუნებრივი ვენტილაცია
  • ბუნებრივი საიზოლაციო მასალები და პარამეტრები;
  • კულტურული მემკვიდრეობის საკონსერვაციო ტექნოლოგიები.

 

ლექტორი